Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
18 ივნისი 2022
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად სამელიორაციო ობიექტებზე განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შედეგებს ადგილზე გაეცნო და მოსახლეობას შეხვდა
შპს „საქართველოს მელიორაციის” მიერ ჩატარებული მასშტაბური აღდგენითი სამუშაოების შედეგად, სოფელ შაუმიანში, 30 წლიანი პაუზის შემდეგ, სარწყავი სისტემა ამოქმედდა. შაუმიანისა და ხიხანის მოსახლეობა, სამი ათეული წლის შემდეგ, სარწყავი წყლით წელს პირველად ისარგებლებს.
ვიზიტის ფარგლებში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა და სახელმწიფო რწმუნებულმა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ ფარცხისში, უხვი ნალექის გამო განვითარებული მეწყრული პროცესების შედეგად, ტბისი-კუმისის სარწყავ სისტემაზე დაზიანებული მილსადენის აღდგენითი სამუშაოების ინტენსიურად მიმდინარეობა მოინახულეს და ადგილობრივ მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე აღნიშნეს, რომ წყლის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღდგება.
„საქართველოს მელიორაცია”, გეოლოგების რეკომენდაციის გათვალისწინებით, აღდგენით სამუშაოებს ინტენსიურად ახორციელებს. აღნიშნული სარწყავი სისტემით ქვემო ქართლის რეგიონის 17 სოფლის, დაახლოებით, 3500 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობის წყალუზრუნველყოფა ხორციელდება.
შეხვედრას, ასევე ესწრებოდა: მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი კენან ომაროვი, მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ამირან გიორგაძე, საქართველოს პარლამენტში მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარი დეპუტატი ზაურ დარგალი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი გიორგი წიკლაური, „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი თენგიზ ნასარიძე და ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლენი
#ქვემოქართლისრეგიონი
#მელიორაცია
#სოფლისმეურნეობა2022