სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა

09 აპრილი 2022



საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რეგიონული ტურნეს ფარგლებში, ბოლნისში იმყოფებოდა, სადაც 50 ჰა-ზე გაშენებული ნუშის, კაკლისა და ქლიავის ბაღები დაათვალიერა - სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში შპს “აგრო ბალავარმა“ და შპს „აგრო ბალავარი +“-მა ბაღის გაშენებისათვის 247,000 ლარზე მეტი სახელმწიფო დაფინანსება მიიღო.

მათ ასევე ისარგებლეს „შეღავათიანი აგროკრედიტით“, რომლის ფარგლებშიც სესხის ოდენობამ 768 500 ლარი შეადგინა. დამატებით, შპს „აგრო ბალავარ +“-მა, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, 35% თანადაფინანსებით 22 500 ლარის ღირებულების სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მიიღო. 

პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მერი დავით შერაზადიშვილი იმყოფებოდნენ. 

მთავრობის მეთაურის თქმით, ფერმერების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამები, რომლებსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებს, ხელს უწყობს ქვეყანაში ევროპული სტანდარტების მრავალწლოვანი ბაღების გაშენებას და სოფლის მეურნეობის განვითარებას. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, პროგრამების ხელმისაწვდომობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს. 

როგორც ადგილობრივმა ფერმერმა, ქეთევან ისიანმა აღნიშნა, რომ არა სახელმწიფო დაფინანსება და ხელშეწყობა, ბაღების გაშენება დიდ სირთულეებთან იქნებოდა დაკავშირებული.

სახელმწიფო პროგრამით „დანერგე მომავალი“ ქვემო ქართლის რეგიონში ახალი, მრავალწლოვანი ბაღის გაშენება 3000 ჰექტარზე მეტ ფართობზე დაფინანსდა, სოფლის განვითარების სააგენტოს თანადაფინანსება 16 მილიონ ლარს აღემატება. 

ქვემო ქართლის რეგიონში, ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში გაცემულია 414 მლნ ლარზე მეტი ღირებულების სესხი, სოფლის განვითარების სააგენტოს მიერ გაცემული თანადაფინანსება კი 61 მლნ ლარს აღემატება.


  • პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა
  • პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა
  • პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა
  • პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა
  • პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა
  • პრემიერი რეგიონული ტურნეს ფარგლებში ბოლნისში იმყოფებოდა