A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო

27 იანვარი 2022


ბიზნესის წარმოება ადამიანების ჯანმრთელობის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს - ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ კანონის აღსრულების ნაწილში, კომპანიების მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მიდგომები იქნება მკაცრი, პროცესის მონიტორინგი კი ყოველდღიურ რეჟიმში გაგრძელდება. 

ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონმდებლობის ეფექტურად აღსრულების მიზნით, დღეს რუსთავში მოქმედი საწარმოების მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ჩართულობით პირველი შეხვედრა დღეს „რუსელოისში“ გაიმართა. 

 „კომპანიის წარმომადგენლებმა აიღეს ვალდებულება და კონკრეტული თარიღიც დაასახელეს, რომ აპრილის თვეში დასრულდება საწარმოში ფილტრების დაყენება. ჩვენ ყოველდღიურად გავუწევთ მონიტორინგს ამ  პროცესს და ნებისმიერ უწყებასთან კოორდინაციის გზით, კომპეტენციის ფარგლებში ჩავერევით, რომ მყისიერად მოხდეს ვალდებულების აღსრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში კანონის უმკაცრეს ზომას მივიღებთ. მესმის რომ საწარმოში 700-მდე ადამიანია დასაქმებული, თუმცა, ბიზნესის წარმოება არ უნდა ხდებოდეს მოქალაქეების ჯანმრთელობის ხარჯზე.“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.

ადგილზე პირადად იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, რუსთავის მერი ნინო ლაცაბიძე, ბიზნესასოციაციის პრეზიდენტი ლევან ვეფხვაძე და შპს „რუსელოისის“ წარმომადგენლები. 

მხარეებმა „რუსელოისის“ საწარმოს იმ სტანდარტებთან შესაბამისობაზე იმსჯელეს, რაც აუცილებელი პირობაა რუსთავის ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. ასევე, გაეცნენ ტექნოლოგიური პროცესის მოსაწესრიგებლად „რუსელოისის“ მიერ დაგეგმილ იმ ღონისძიებებს, რომლებიც აუცილებელია საწარმოდან მავნე ნივთიერებების გაფრქვევის მოკლე ვადებში შემცირებისა და მონიტორინგის ონლაინ სისტემაში ჩართვისთვის. 

როგორც კომპანიის წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებთან საუბრისას აღნიშნეს, უკვე შეძენილია სპეციალური ფილტრაციის დანადგარები, რომლის ექსპლუატაციაში შესვლა მიმდინარე წლის აპრილის თვეშია დაგეგმილი.

ატმოსფერული ჰაერის ხარისხთან დაკავშირებული ეკოლოგიური გამოწვევის წინაშე, საწარმოო ზონასთან სიახლოვის გამო, რუსთავი ათწლეულებია დგას.  მონიტორინგის კამპანიის დაწყება, კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებისათვის ქარხნების მხრიდან წარმოქმნილმა შეფერხებებმა განაპირობა. პროცესი ეტაპობრივად ქალაქში არსებულ ყველა საწარმოში განხორციელდება.

აღსანიშნავია, რომ სამრეწველო სექტორიდან გარემოს დაბინძურების პრევენციასა და შემცირების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, 2020 წელს ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესატანი ცვლილებების პაკეტი მომზადდა, რომელიც საკანონმდებლო ორგანომ 2021 წლის გაზაფხულზე გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის კანონთან ერთად დაამტკიცა.


  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო
  • რუსთავში მოქმედ საწარმოებში მასშტაბური მონიტორინგი დაიწყო