Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
26 იანვარი 2022
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, მოადგილეებთან და ადმინისტრაციის სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მოქალაქეების მორიგი მიღება გამართა.
სახელმწიფო რწმუნებულმა, რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონკრეტული საჭიროებები მოისმინა, რომელიც მათ დასახლებებში საბაზისო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების, სოციალური პრობლემების მოგვარების, დასაქმებისა და კოოპერატიული ბინათმშენებლობების მიმართულებით განსახორციელებელ საკითხებს შეეხებოდა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელი ახალი კუმისის მცხოვრებლებიც, რომლებმაც გიორგი დოხტურიშვილს ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურული საჭიროებების და შედეგად გამოწვეული პრობლემების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია - მხარის პირველი პირი მათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან შუამდგომლობას, პროცესში აქტიურ ჩართულობას და ვითარების დეტალურად შესწავლის მიზნით, ადგილზე პირადად ჩასვლას დაპირდა.
გიორგი დოხტურიშვილმა სოფელი ახალი კუმისის მოსახლეობას კონსტრუქციული და შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობის მიზნით, საინიციატივო ჯგუფის შექმნა შეთავაზა, რომლის წევრებიც სოფელში დაგეგმილი პროექტების განხორციელების ეტაპების შესახებ მაქსიმალურად ინფორმირებულები იქნებიან.
აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ინიციატივით, ყოველი კვირის ოთხშაბათი, სამხარეო ადმინისტრაციასა და რეგიონის მუნიციპალიტეტების თვითმმართველობებში, მოქალაქეთა მიღების დღედ დაწესდა.