Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
25 იანვარი 2022
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოში ისრაელის ელჩს რან გიდორს უმასპინძლა.
ვიზიტის ფარგლებში, დიპლომატიური კორპუსისა და ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ ორგანიზებით რეგიონის სამი მუნიციპალიტეტის - რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის კლინიკებს, კოვიდ-პანდემიასთან ბრძოლის მიზნით, 2 ტონამდე სამედიცინო ინვენტარი, გადაეცა.
ღონისძიებას სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და შესაბამისი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
მხარეებმა, შეხვედრის ფარგლებში, ქვეყნებს შორის არსებულ პარტნიორულ და სტრატეგიულ ურთიერთობაზე ისაუბრეს და ურთიერთთანამშრომლობის სამომავლო გეგმები დასახეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა ისრაელის ელჩს და ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ ქვემო ქართლის“ წარმომადგენლებს რეგიონში განხორციელებული მრავალმხრივი და ნაყოფიერი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
,,დღეს, სამხარეო ადმინისტრაციაში ვუმასპინძლეთ ისრაელის ელჩს საქართველოში, რომელმაც რეგიონის სამი მუნიციპალიტეტისთვის სამედიცინო ინვენტარი, მათ შორის სასუნთქი აპარატები გადმოგვცა. ეს არ არის პირველი აქტივობა, რომელსაც ისრაელის მხარე ჩვენი რეგიონის მხარდაჭერისა და დახმარების მიზნით ახორციელებს. სწორედ ამიტომ განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მათ - ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ერთობლივი და ნაყოფიერი თანამშრომლობით ქვემო ქართლში ძალიან ბევრი სასიკეთო და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდება.“ - განაცხადა გიორგი დოხტურიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ ,,შალომ კლუბი ქვემო ქართლი“ რეგიონში ისრაელის მხარის ხელშეწყობით სოციალურ აქტივობებს ბოლო რამდენიმე წელია ინტენსიურად ახორციელებს - მათ შორის, განათლების სისტემის მხარდაჭერის მიზნით, 2021 წლის ივნისში მარნეულის სკოლებსა და რესურსცენტრს გადაეცათ პლანშეტები. დეკემბრის თვეში კი მუნიციპალიტეტის ორ საჯარო სკოლაში დამონტაჟდა სასმელი წყლის მაღალტექნოლოგიური გასაფილტრი ინოვაციური დანადგარი.