Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
24 დეკემბერი 2021
2022 წლიდან რუსთავში მუნიციპალური სერვისების ახალი სტანდარტები ინერგება - სერვისების გაუმჯობესების მიზნით, რეფორმა იწყება ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ დასუფთავების სამსახურშიც.
დაგეგმილი სიახლეების შესახებ პრეზენტაცია, დღეს, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოადგილესთან და ,,რუსთავსერვის ცენტრის’’ წარმომადგენლებთან ერთად წარადგინა.
პრეზენტაციას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი დოხტურიშვილი და ქალაქის საკრებულოს დეპუტატები დაესწრნენ.
დასუფთავების სერვისის რეფორმა, რუსთავის მერიამ, ტექნიკური რესურსის განახლებით დაიწყო და ახალი სპეციალური ტექნიკა- 7 ერთეული ევრო 5-ის სტანდარტის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამზიდი მანქანა შეიძინა.
განახლებული ავტოპარკი, ,,რუსთავსერვის ცენტრს’’ საშუალებას მისცემს, ქალაქის დასუფთავება მთლიანად შიდა რესურსით განახორციელოს.
რეფორმის პირველი ეტაპის შედეგი-ბიუჯეტის ნაკლები დანახარჯი და უფრო სუფთა ქალაქი იქნება.
რუსთავის ქუჩები მომავალი წლიდან სველი მეთოდითაც დასუფთავდება.
რეფორმის ერთ-ერთი მიმართულება იქნება ნარჩენების სეპარირება - პირველ ეტაპზე, ნარჩენების სეპარირებისთვის საჭირო კონტეინერები ახალ რეკრეაციულ სივრცეებში განთავსდება.
დასუფთავების სერვისის რეფორმა ახალი ტექნიკის შეძენის გარდა, თანამშრომლებისთვის უკეთესი პირობების შექმნასაც გულისხმობს.
2022 წლიდან სამსახურის ყველა თანამშრომელი ბრენდირებული უნიფორმით აღიჭურვება და გაზრდილ შრომით ანაზღაურებას მიიღებს.