Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
08 დეკემბერი 2021
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი დოხტურიშვილის ხელმძღვანელობით, სამხარეო ადმინისტრაციაში პირველი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა.
საბჭოს წევრებმა სამუშაო ფორმატში დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შესახებ იმსჯელეს. საუბარი შეეხო რეგიონის მასშტაბით მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რომელიც მხარეში ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის ერთობლივი დაფინანსებით ხორციელდება.
სახელმწიფო რწმუნებულის განცხადებით, რეგიონში ყველა პროექტი, რომელიც შემდეგი წლების განმავლობაში განხორციელდება იქნება ურბანულად გამართული და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებული. ყურადღება გამახვილდება სამუშაოების შესრულების ხარისხსა და ვადებზე.
,,მოგეხსენებათ, რომ რეგიონში, ცენტრალური ხელისუფლება, როგორც დამოუკიდებლად, ასევე, ადგილობრივი ბიუჯეტების თანამონაწილეობით, არაერთ მასშტაბურ პროექტს ახორციელებს - ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია სამუშაოების მიმდინარეობის ყველა ეტაპზე, ყურადღება გამახვილდეს პროექტების ეფექტურად და შესაბამის ვადებში დასრულებაზე. სამუშაოებს აქტიურ მონიტორინგს გაუწევს სამხარეო ადმინისტრაცია და პირადად ჩემი ჩართულობით, მუნიციპალიტეტების მიხედვით, ადგილზე გავეცნობით პროცესის მიმდინარეობას და გამოვლენილ საჭიროებებს.“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი დოხტურიშვილმა.