სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მოსწავლეთა კონფერენცია საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელების" ფარგლებში

07 დეკემბერი 2021

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ, საგარეო საქმეთა სამინისტროს - ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა, თემურ სუყაშვილმა და USAID - ის პროექტის „ზრდა“ საქართველოში" წევრებმა, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მოსწავლეთა კონფერენციის მონაწილეები დააჯილდოეს. 

ღონისძიების თემატიკას, საგანმანათლებლო პროექტის „დიდგორელების“ კონკურსანტების მიერ, ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული ისტორიული ძეგლების გაცნობა, სხვადასხვა მასალების მოძიება და შესაბამისი კორესპონდენციის შექმნა წარმოადგენდა. აქტივობებში მონაწილეობა თბილისში, გარდაბანში, თეთრიწყაროში, მარნეულში, ზუგდიდში, მესტიაში და ახალციხეში მცხოვრებმა 17-მა მოსწავლემ მიიღო. 

კონფერენციის მონაწილეებმა  „დიდგორელის“ ადმინისტრაციასთან და ისტორიის პედაგოგებთან ერთად,  ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ტერიტორიაზე არსებულ, 12 სხვადასხვა ძეგლზე მოხსენება მოამზადეს, რომელსაც  „დიდგორელის“ პარტნიორი, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა,  ერთ წიგნად გამოსცემს. 

ნამუშევრების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა თბილისში და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის სკოლებში, ეტაპობრივად,  განხორციელდება. 

აღსანიშნავია, რომ კონფერენციის მონაწილეებს „დიდგორელის“ გენერალური სპონსორისგან -  კომპანია „არემჯისგან“ სპეციალური საჩუქრები გადაეცათ.

  • მოსწავლეთა კონფერენცია საგანმანათლებლო პროექტ ,,დიდგორელების