სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სამუშაო შეხვედრა საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამის შესახებ

18 ნოემბერი 2021

სამხარეო ადმინისტრაციაში საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო რეფორმის შესახებ იმსჯელეს. 

სამუშაო შეხვედრას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი,  გიორგი მიშელაძე, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ. 

სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებმა აუდიტორიას თემატური პრეზენტაცია გააცნეს, რომელიც დეტალურად ასახავდა მხარის მასშტაბით  არსებულ სტატისტიკას, პროგრამით გათვალისწინებულ სიახლეებს და  რესურსების რაციონალურად გამოყენების საკითხებს. 

დაიგეგმა სამუშაო შეხვედრები, რომლების ცენტრალური უწყებების წარმომადგენლების ჩართულობით, მუნიციპალურ დონეზე, ადგილობრივ ფერმერებთან გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამა,  მიმდინარე წლის, 6 ოქტომბერს დამტკიცდა და საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული საძოვრების სწორად გამოყენებას ისახავს მიზნად.  

  • სამუშაო შეხვედრა საძოვრების ხელმისაწვდომობის პროგრამის შესახებ