Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
09 ნოემბერი 2021
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე და რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი, მიხეილ ღურწკაია, რუსთავში, კულინარიული წიგნის ,,ეთნო ტაბლას“ პრეზენტაციას დაესწრნენ.
წიგნი USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ დახმარებითა და სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის მხარდაჭერით გამოიცა, რომელიც ქვემო ქართლის რეგიონში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების (სომხები, აზერბაიჯანელები, ასირიელები, ბერძნები, გერმანელები და ა.შ.) მიერ შემუშავებულ 30-მდე კერძის რეცეპტს აერთიანებს.
აღნიშნული კრებულის მიზანი ადგილობრივი კერძების პოპულარიზაცია და საზოგადოებაში რეგიონის შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. „ეთნო ტაბლას“ რეალიზაცია, სხვადასხვა წყაროებთან ერთად, დაგეგმილია წიგნების მაღაზიათა უმსხვილეს ქსელში „ბიბლუსში“ - მიღებული შემოსავალი სრულად მოხმარდება ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს (KKRDA) გაძლიერებას.
ახალი კულინარიული წიგნის პრეზენტაციაზე USAID/საქართველოს ეკონომიკური განვითარების ოფისის დირექტორი, მარიკა ოლსენი, USAID-ის პროექტის „ზრდა საქართველოში“ ხელმძღვანელი ქეთევან ჭუმბურიძე და სხვა დაინტერესებული პირები იმყოფებოდნენ.
„ეთნო ტაბლა“ კულინარიული წიგნების სერიის მეხუთე გამოცემაა, სხვა გამოცემებს შორისაა: მესხური, კოლხური, თუშური და ქისტური ტაბლა.