საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
17 სექტემბერი 2021
გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ მარტყოფში, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და კულტურის ცენტრის დირექტორმა, ლელა ბენდელიანმა, კომპოზიტორ სულხან ცინცაძის სახელობის მუსიკალური სკოლა ოფიციალურად გახსნეს.
ქვეყნის მასშტაბით მუსიკალური სკოლის მშენებლობა სოფლის ტიპის დასახლებაში ბოლო ათწლეულის მანძილზე სწორედ სოფელ მარტყოფში განხორციელდა.
მშენებლობის ღირებულება 276 626 ლარს შედგენს, რომელიც სრულად ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. ამ დროისთვის სამუსიკო სკოლა სრულად არის აღჭურვილი საჭირო ინვენტარით და მუსიკალური ინსტრუმენტებით. ადგილზე სხვადასხვა მუსიკალურ მიმართულებაზე 54 მოსწავლე ირიცხება.
აღსანიშნავია, რომ მარტყოფის სამუსიკო სკოლა, 1969 წელს, სულხან ცინცაძისა და ოთარ თაქთაქიშვილის მიერაა დაარსებული.