Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
23 ივლისი 2021
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, შოთა რეხვიაშვილთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში ახლადაშენებული გაზსადენი დაათვალიერა, რომელიც საქართველოს მთავრობის გაზიფიცირების სამწლიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდა.
საკურორტო დასახლების, რომელიც ამ დრომდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული, ერთიან გაზგამანაწილებელ ქსელში ჩართვის მასშტაბური სამუშაოები, საქართველოს მთავრობის 2019 – 2021 წლების გაზიფიცირების სამოქმედო გეგმის საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დავალებით კომპანია „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ“ განახორციელა. შედეგად, აშენდა 34,150 გრძივი მეტრი მკვებავი და ქსელის მოწყობისთვის საჭირო 48,180 გრძივი მეტრი გაზსადენი. მასშტაბური სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაბა მანგლისში მცხოვრებ 1,558 აბონენტს საშუალება მიეცა, ისარგებლოს ბუნებრივი გაზით. პროექტის ღირებულებამ 11 მილიონ 163 418 ლარი შეადგინა.
ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, გაზიფიცირების შედეგებს გაეცნენ „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ გენერალური დირექტორი მიხეილ შალამბერიძე, კომპანია „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაჰირ მამედოვი და კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზის“ დირექტორი აზერ მამმადოვი.
დღესვე ნათია თურნავა ლალი კუბათაშვილის სოციალურად დაუცველ ოჯახს ესტუმრა, სადაც გაზიფიცირების პროექტის დასრულება სიმბოლურად გაზქურის ანთებით აღნიშნა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ, კუბათაშვილების ოჯახს, გაზქურა საჩუქრად გადასცა.
აღსანიშნავია, რომ მთავრობის მიერ დამტკიცებული გაზიფიცირების სამწლიანი მასშტაბური გეგმის ფარგლებში 2019-2021 წლებში ქვემო ქართლის რეგიონში სულ გაზიფიცირდება 29 სოფელი, რაც 7,870 აბონენტს მოიცავს.