სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ღონისძიებას - „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ პრეზენტაციას დაესწრო

07 ივლისი 2021

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ პრეზენტაციას დაესწრო.

ღონისძიებას გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, ბოლნელი მთავარეპისკოპოსი მეუფე ეფრემი, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და მუნიციპალიტეტის მერი, დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.

აქტივობა ქალაქ ბოლნისში, მეღვინეთა გაერთიანება “ღვინო ბოლნისის” ორგანიზებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიისა და კომპანია “არემჯის“ მხარდაჭერით გაიმართა, რომლის ფარგლებშიც, ძველი გერმანული წისქვილის სივრცეში, ბოლნისური ღვინოების პრეზენტაცია-დეგუსტაცია მოეწყო.

ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო „ქართული ღვინის გილდიის“ მიერ, OIV-ის საერთაშორისო სტანდარტით, შეფასებული 16 ბოლნისური მარნის, 29 საუკეთესო ღვინო.

პრეზენტაცია - დეგუსტაციაზე, პირველი ქართული ღვინის ჟურნალის Homeland OF Wine-ის პრეზენტაცია შედგა. შეფ-მზარეული, მიშა ავსაჯანიშვილი სტუმრების წინაშე, ბოლნისურ სამზარეულოს და ქვემო ქართლის ტრადიციული ავთენტური კერძებით წარსდგა.

ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, დიპლომატიური კორპუსის, ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ღვინის მაღაზიების წარმომადგენლები. დღის განმავლობაში, აქტივობის მონაწილეებმა ბოლნისის მუზეუმის, „არემჯის“ მიერ ბოლნისური მეღვინეობის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეძენილი ქართულ-გერმანული ღვინის სახლი და ელიას მთის სამონასტრო კომპლექსი მოინახულეს.

  • ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული ღონისძიებას - „ბოლნისი - ოქროსფერი ღვინის ქალაქი, აღმოაჩინე ბოლნისური ღვინო“ პრეზენტაციას დაესწრო