სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეულში პროექტის - „დიდგორელი“ გამარჯვებულები დააჯილდოეს

21 მაისი 2021

მარნეულის მუნიციპალიტეტში, საგანმანათლებლო პროექტის - „დიდგორელი“ ფინალური ეტაპი და მონაწილეთა დაჯილდოება გაიმართა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით, კონკურსში 500-ზე მეტმა ახალგაზრდამ მიიღო მონაწილება, მათგან, I, II და III საპრიზო ადგილები ლუკა ანდიაშვილმა, ანა ხარშილაძემ და თამარა იბრაგიმოვამ მოიპოვეს. ფინალისტები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიისგან სხვადასხვა სახის საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობის მქონე ლუკა ანდიაშვილი, პროექტის გენერალური სპონსორის, კომპანია "არემჯის" სტიპენდიანტიც გახდა.

პროექტის განხორციელების იდეის ავტორის, ლევან ჟვანიას ხელმძღვანელობით მიმდინარე ღონისძიებას, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლაშა ლობჯანიძე, განათლების, კულტურის, მეცნიერების და სპორტის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, კომპანია „არემჯისა“ და საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

აღსანიშნავია, რომ „დიდგორელი“ ისტორიის სასკოლო კონკურსია, რომელიც მიზნად მოსწავლეების ისტორიით დაინტერესებას და ისტორიის - როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგნის პოპულარიზაციას ისახავს. პროექტი 2019 წელს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის მეუფე ანანიას ჩართულობითა და მხარდაჭერით დაიწყო. 

  • მარნეულში პროექტის - „დიდგორელი“ გამარჯვებულები დააჯილდოეს