Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
24 ივნისი 2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით წითლიძემ, რეგიონში სარწყავი სეზონის მიმდინარეობისა და ადგილზე არსებული გამოწვევების შესახებ, მუნიციპალიტეტების მერებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს.
ხელისუფლებისა და კომპანიის წარმომადგენლებმა, სამელიორაციო სისტემებზე - მაგისტრალურ და გამანაწილებელ არხებზე უკვე განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი სარეაბილიტაციო პროექტები დიალოგის რეჟიმში განიხილეს.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, სარწყავი ინფრასტრუქტურა სეზონს მომზადებული შეხვდა და მხარეში რწყვის სეზონი დადგენილი გრაფიკით მიმდინარეობს - ძირითად სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს წყალი შეუფერხებლად მიეწოდება, თუმცა, არის ავარიული გამორთვის ლოკალური შემთხვევები, რომლის აღმოსაფხვრელად მელიორაციის სამსახურის წარმომადგენლები პროცესში აქტიურად ერთვებიან. მიმდინარე წელს, კომპანიამ ქვემო ქართლში სამელიორაციო ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაატარა და პროცესი 2021 წელსაც აქტიურად გაგრძელდება, რაც კიდევ უფრო გაზრდის რეგიონში წყალუზრუნველყოფილი ფართობების რაოდენობას.
შეხვედრის მიმდინარეობისას ყურადღება გამახვილდა ანტიკრიზისული გეგმით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის, კერძოდ, სამელიორაციო მომსახურების მიმართულებით გათვალისწინებული შეღავათების შესახებ, ადგილობრივების მაქსიმალური ინფორმირების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე - საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით:
• შპს „საქართველოს მელიორაციის“ მიმართ არსებული 8 000 000 ლარამდე ოდენობის დავალიანება, რომელიც 2020 წლამდე წარმოიქმნა, სრულად ჩამოეწერება 42 000-მდე ფერმერს;
• 42 ათასზე მეტი ფერმერი 2020 წელს სამელიორაციო მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდება, რაც 1 ჰექტარზე 75 ლარამდე გადასახადს გულისხმობს.
დახმარება განკუთვნილია ყველა ფერმერისთვის, ვინც სარგებლობს ირიგაციისა და დრენაჟის მომსახურებით 10 ჰექტარამდე მიწის ფართობზე.
აღნიშნული მიმართულებით, თემატური, საინფორმაციო - სამუშაო შეხვედრების ჩატარება, შესაბამისი უწყებების წარმომადგენელთა ჩართულობით, რეგიონის მუნიციპალიტეტებშიც იგეგმება.