საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
29 მაისი 2020
Ge/Az
დღეს, მუშევანში ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობის გაფართოებული PCR ტესტირება განახორციელეს. სოფელში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სპეციალისტები იმყოფებოდნენ, რომლებმაც ბოლნისის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანამშრომლებთან ერთად მოქალაქეებს ბიოლოგიური ნიმუშები აუღეს. ადგილზე 9 ბრიგადა მუშაობდა. შედეგად, ლუგარის ლაბორატორიაში 574 საკვლევი მასალა გადაიგზავნა, რომელთა პასუხები ხვალ გახდება ცნობილი.
PCR ტესტის მეშვეობით, მოსახლეობის მასობრივი შემოწმების პროცესს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი ესწრებოდნენ.
აღსანიშნავია, რომ სოფელი მუშევანი 25 აპრილს ჩაიკეტა, ამ პერიოდის განმავლობაში კორონავირუსი 56 მოქალაქეს დაუდასტურდა, ყველა მათგანი სპეციალიზირებულ სამედიცინო დაწესებულებებში გადაიყვანეს, არიან გამოჯანმრთელებულებიც.
დღესვე, ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, სოფელ მუშევანში მცხოვრებ ყველა ოჯახს სასურსათო პაკეტები გადაეცა.
Bugün epidemioloqlar Muşevanidə əhalinin genişləndirilmiş PCR test edilməsini həyata keçirdilər. Xəstəliklərə Nəzarət və Milli İctimai Səhiyyə Mərkəzinin mütəxəssisləri kənddə idilər, onlar Bolnisi İctimai Səhiyyə Mərkəzinin işçiləri ilə birgə vətəndaşlardan bioloji nümunələr götürdülər. Orada 9 briqada işləyirdi. Nəticədə Luqar laboratoriyasına 574 tədqiqat materialı göndərildi ki, onların cavabları sabah məlum olacaq.
PCR test yardımıyla əhalinin kütləvi müayinəsi prosesində Kvemo Kartlidə Dövlət Səlahiyyətlisi Şota Rexviaşvili, Milli Xəstəliklərə Nəzarət Mərkəzinin rəhbəri Amiran Qamkrelidze və Bolnisi Munisipaliteti meri Davit Şerazadaşvili iştirak edirdilər.
Qeyd edək ki, Muşevani kəndi aprelin 25-də bağlanmışdır, bu müddət ərzində 56 vətəndaşda koronavirus təsdiqlənmişdir, onların hamısı ixtisaslaşmış tibb müəssisələrinə aparılmışdır, aralarında artıq sağalmış olanlar da var.
Yerli özünüidarəetmənin orqanının qərarı ilə elə bugün Muşevani kəndində yaşayan bütün ailələrə ərzaq paketləri verildi.