საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 აპრილი 2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და ქალაქის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში საწარმოო პროცესს გაეცნენ. ადგილზე არსებული ვითარების შესახებ ხელისუფლების წარმომადგენლებს ქარხნის გენერალური დირექტორი, ნუგზარ კაჩუხაშვილი ესაუბრა.
ქვემო ქართლის რეგიონში, სადაც რამდენიმე მუნიციპალიტეტი და დასახლება წითელ ზონადაა გამოცხადებული და მკაცრი საკარანტინე რეჟიმი მოქმედებს, ადგილზე არსებული სტრატეგიული მნიშვნელობის საწარმოები მაქსიმალური დატვირთვით განაგრძობენ მუშაობას, ინარჩუნებენ ადგილობრივ მუშა-ხელს და მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური გაძლიერების პროცესში.
ხელისუფლების წარმომადგენლები მუდმივი კომუნიკაციის გზით და ერთობლივი ღონისძიებების გატარებით, უზრუნველყოფენ მათ შეუფერხებელ საქმიანობას და ხელშეწყობას.
ქვეყანაში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობისა და კოვიდ 19-ის გავრცელებიის პრევენციის მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანაში, რომელიც აღნიშნული მიმართულებით მთელ კავკასიაში ერთ–ერთი ყველაზე მსხვილი წარმოებაა საქმიანობას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეკომენდაციების სრული დაცვით განაგრძობს. ადგილზე 1500 ადამიანია დასაქმებული, მათგან 300 დისტანციურად ხოლო დანარჩენი - 4 ცვლაში ჩვეულ რეჟიმში განაგრძობს მუშაობას.
ახალი კორონა ვირუსის შესაძლო გავრცელების პრევენციისათვის თანამშრომელთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქარხანაში გადაადგილების განსაკუთრებული რეჟიმი დაწესდა, ქარხნის ტერიტორიაზე დამონტაჟდა ხელის დისპენსერები, საწარმოში ტარდება მუდმივი საპროფილაქტიკო სადეზინფექციო სამუშაოები, ასევე, სპეციალური ხსნარებით ყოველდღიურად მუშავდება ტრანსპორტიც, რომლითაც თანამშრომელთა გადაყვანა ხორციელდება, ყველა დასაქმებული უზრუნველყოფილია პირბადითა და ხელთათმანებით, ტარდება მუდმივი თერმოსკრინინგი.