სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან

24 აპრილი 2020


დღეს დილიდან, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფლებში, აქტიურად მიმდინარეობდა სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გატანა. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე პირადად აკვირდებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად.

მოსახლეობის კონცენტრაციისა და პროდუქტის ჩაბარების პროცესს სამართალდამცველები და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები აკონტროლებდნენ, ადგილზე დაცული იყო სოციალური დისტანცია, ადგილობრივებს დაურიგდათ პირბადეები. სასოფლო-სამეურნეო პროდუქტით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიიდან ორგანიზებულად, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურების ჩართულობით განხორცილედა.

ორი დღის განმავლობაში, მსხვილმა სადისტრიბუციო კომპანიებმა და ადგილობრივმა გადამზიდებმა, მუნიციპალიტეტის სოფლებიდან, სარეალიზაციოდ დაახლოებით 250 ტონა ბოსტნეული გაიტანეს.

დღის ბოლოს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლებისა და ოპერაციული მართვის შტაბის ჩართულობით გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა, დეტალურად განიხილეს, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზების მიმართულებით არსებული გამოწვევები.

,,განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო, რომ დღეს რადიკალურად შეიცვალა სიტუაცია, აბსოლუტურად მოწესრიგებულია რიგები, დაცულია დისტანცია და არ არის რისკი ამ პროცესში დაავადების გავრცელების. მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ჩართულ მხარეს, სახელმწიფო უწყებებს და რა თქმა უნდა ხალხს, რომელმაც სწორად გაიგო ეს გამოწვევა. გვქონდა ძალიან შინაარსიანი და თემატური შეხვედრა უწყებებს - ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებს სოფლის მეურნეობის სამინისტროდან და ოპერაციული მართვის შტაბიდან. გავაანალიზეთ რა კონცენტრაცია შეიძლება იყოს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის 27 აპრილამდე და რა იქნება 27-დან 3 მაისამდე, როცა გაიხსნება აგრარული ბაზრები და საბითუმო სივრცეები. ჩვენ გვემატება რესურსი იმისთვის, რომ გარკვეულად, უფრო მეტად, ეფექტურად მოვახდინოთ სასოფლო-სამეურნეო პროდუქტის გატანა და არ შევქმნათ პრობლემები. ხვალ სამუშაო პროცესი გაგრძლდება სადისტრიბუციო კომპანიებთან, რომლებიც სისტემურად აწესრიგებენ პროდუქციის გატანის პროცესს, თუმცა, დაახლოებით 30-დან 35 %-მდე სხვა დისტრიბუტორები, მეტ-ნაკლები სიმძლავრის, მუდმივ რეჟიმში მოძრაობენ მარნეულში, ასევე, ქვემო ქართლის სხვა მუნიციპალიტეტებში და ამარაგებენ სოფლის მეურნეობის პროდუქტით დანარჩენ საქართველოს“-განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა შოთა რეხვიაშვილმა.


  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან
  • სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რეალიზება მარნეულიდან