Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
15 თებერვალი 2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, წალკის მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, სოფელ გუმბათში რძის გადამამუშავებელი საწარმო მოინახულეს.
თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი საწარმო ვალერი კახაძემ სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შექმნა. საწარმოში ჯამურად 500,000 ლარამდე ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 170,000 ლარი შეღავათიანი აგროკრედიტია, ხოლო დარჩენილი თანხა ბენეფიციარის და საერთაშორისო ორგანიზაცია Mercycorp-ის ინვესტიციაა.
ადგილზე დღეში საშუალოდ 7-8 ტონა რძე გადამუშავდება და მზადდება სამი სახეობის ყველი: ქარხნული, სულგუნი და იმერული. საწარმოში 24 ადგილობრივია დასაქმებული.
აღსანიშნავია, რომ 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ქვემო ქართლის რეგიონში ამოქმედდა 23 ახალი საწარმო. სახელმწიფოს ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს დამატებითი ბიძგი მისცა, წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის.
სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტო ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.