საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
31 იანვარი 2020
ქალაქ რუსთავში არსებული პრობლემების შესწავლისა და მოგვარების მიზნით, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მუნიციპალურ პრობლემატიკაზე შექმნილმა ინტერუწყებრივმა სამუშაო ჯგუფმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე, ზაზა გაბუნია ხელმძღვანელობს, პირველი შეხვედრა გამართა, სადაც შეხვედრის მონაწილეებმა, ქალაქ რუსთავის პრობლემების შესახებ ისაუბრეს.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის ფარგლებში მოკლედ ისაუბრა 2019 წელს რეგიონში განხორციელებული პროექტებისა და მიღწეული შედეგების შესახებ და ასევე ყურადღება გაამახვილა არსებულ საჭიროებებზე.
საუბარი შეეხო მოქალაქეთა შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მომსახურების, ჭყონდიდელის დასახლებაში ამორტიზებული ბინების, ეკოლოგიური მდგომარეობის, ლიფტების, საცხოვრებელი ფართების დაკანონების, კოოპერატიული ბინათმშენებლობების, იაღლუჯის ტერიტორიაზე არსებული მიწის ნაკვეთების, საბავშო ბაღების და პენიტენციური დაწესებულების მშენებლობის საკითხებს.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობდნენ: ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა მხეიძე, მუნიციპალიტეტის მერი, ირაკლი ტაბაღუა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ქონების მართვის სააგენტოს უფროსი გიორგი დუგლაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ნუნუ მიცკევიჩი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაური, იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ სარჯველაძე, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ნათია ჩირიკაშვილი.