Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
18 დეკემბერი 2019
18 დეკემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, რწმუნებულის მოადგილე, ზვიად ჭუნაშვილი და მარნეულის მერის მოადგილე, ზაურ ტაბატაძე სადახლოს საბაჟო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე, ახლი ინფრასტრუქტურის გახსნის ღონისძიებას დაესწრნენ.
თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა ევროკავშირის მხარდაჭერით, მოეწყო, რომელიც განკუთვნილია ვეტერინარული, სანიტარული და ფიტოსანიტარული კონტროლისთვის და პასუხობს უსაფრთხოების ყველაზე მაღალ სტანდარტებს.
ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელმა, ლევან კაკავამ და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის თანამშრომლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვინსენტ რეიმ.
ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისი სანიტარული, ფიტოსანიტარული და ვეტერინარული კონტროლისთვის საჭირო პროცედურების განხორციელება ევროკავშირთან ინტეგრაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილია, სწორედ ამიტომ, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ინსპექციის პუნქტების მშენებლობა-რეკონსტრუქციისა და აღჭურვის მიმართულებით.
აღსანიშნავია, რომ სადახლოს სასაზღვრო ინსპექციის პუნქტის მშენებლობა და აღჭურვა გათვალისწინებული იყო ,,ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ“ შეთანხმების 2018-2019 წლის ეროვნულ სამოქმედო გეგმაში.
დღეისათვის ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს საზღვრებზე 4 მსგავსი ინსპექციის პუნქტი ფუნქციონირებს.
ახალი ინფრასტრუქტურის გახსნის შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო გამწვანების აქცია და დაირგო 33 ფიჭვის ნერგი.
ღონისძიებას მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და ევროკავშირის წარმომადგენლები დაესწრნენ.