სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

13 დეკემბერი 2019


საქართველოს ვიცე-პრემიერმა, იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივ ცენტრს გახსნა, რომელიც მიმდებარე ექვსი სოფლის − თაქალოს, ხანჯიგაზლოს, აღმამედლოს, კასუმლოს, ულაშლოსა და კირაჩმუღანლოს − 20 000-მდე მოსახლეს მოემსახურება.

ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე, კახა კობერიძე, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერი, ზაურ დარგალი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და ადგილობრივი ხელისუფლების წევრები დაესწრნენ.

საზოგადოებრივ ცენტრში მომხმარებელს, ადგილიდან გაუსვლელად, ერთი ფანჯრის პრინციპით, შეუძლია მიიღოს 200-ზე მეტი სახელმწიფო და კერძო სერვისი, მათ შორის, პასპორტი/პირადობის მოწმობა, დაარეგისტრიროს ქორწინება, აიღოს დაბადების მოწმობა, გააკეთოს განცხადება მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის დადგენაზე, განახორციელოს უძრავი ქონების რეგისტრაცია, მიიღოს საარქივო მომსახურება და სხვა.

ადგილზე ახალგაზრდებისთვის მოწყობილია უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიცაა. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, ასევე, ინტერნეტის ხელმისაწვდომობა მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას მისცემს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ცენტრში ხელმისაწვდომია „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც.

ამავე საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეები პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურებითაც ისარგებლებენ. საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრების, პრეზენტაციებისა და დისტანციური სწავლების ჩატარებაა შესაძლებელი.

აღსანიშნავია, რომ კაჩაგანის საზოგადოებრივი ცენტრი, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამასთან ევროკავშირთან და შვეიცარიისა და ავსტრიის მთავრობასთან თანამშრომლობით აშენდა.


  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა
  • სოფელ კაჩაგანში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა