საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
24 აპრილი 2019
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა, ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის #22 საჯარო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა, მოხალისეობრივი პროექტი „მწვანე კედელი“-ს ფარგლებში გამწვანების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაირგო 200-მდე ნერგი და მოეწყო სარწყავი სისტემა. აქციის პარალელურად მოსწავლეების ინიციატივით ადგილზე შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები და ქორეოგრაფიული ნომრები.
პროექტის მიზანი ქარსაცავი ზოლის აღდგენა და მოსახლეობისთვის ჯანსაღი ეკოლოგიური გარემოს შექმნის ხელშეწყობაა.
აღსანიშნავია, რომ ღონისძიება ორდღიანია, რომელსაც ქალაქ რუსთავის მერიის მხარდაჭერით, ფონდი ორბელიანი და შვედეთის განვითარების სააგენტო ახორციელებს.