სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში

06 აპრილი 2019

5 აპრილს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის, შოთა რეხვიაშვილის ინიციატივითა და რეგიონის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით, ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებისთვის, თეთრიწყაროსა და მარნეულში, საინფორმაციო ტური გაიმართა, რომლის მონაწილეებს, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე კახა კობერიძემ და ადგილობრივი თვითმმართველობების ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს. 

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სტუმრებმა,  უძველესი ისტორიული ციხე-ქალაქი სამშვილდე მოინახულეს და გაეცნენ არქეოლოგიური ექსპედიციის კვლევის შედეგებს, რომლის შესახებ, არქეოლოგმა და პროფესორმა დავით ბერიკაშვილმა ისაუბრა. 

საინფორმაციო ტურის მონაწილეებმა, სოფელ ასურეთში არსებული გერმანული მემკვიდრეობა და საოჯახო მარნები დაათვალიერეს, ასევე გაეცნენ ადგილობრივი ღვინის - „შალას“ წარმოებისა და შენახვის ტექნოლოგიებს, სტუმრობდნენ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, საოჯახო ტიპის სასტუმროებს და კვების ობიექტებს. 

ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, დღის განმავლობაში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, იმირის გადაჭრილ გორაზე  იმყოფებოდნენ, სადაც არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული,  ძველი წელთაღრიცხვით VI ათასწლეულით დათარიღებული, არტეფაქტებით დადასტურდა, რომ ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა. ასევე გაეცნენ XXI საუკუნის ძეგლს „გაგის ციხეს“, მის მრავალწლოვან ისტორიასა და ადგილზე არსებულ ინფრასტრუქტურას.  

აღსანიშნავია, რომ ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით, საინფორმაციო ტური, პირველად, 16 მარტს, დმანისისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა და ღონისძიების მიზანს რეგიონის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციის მაქსიმალური ხელშეწყობა წარმოადგენს.
 
  • საინფორმაციო ტური თეთრიწყაროსა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში