საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 მარტი 2019
20 მარტს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებს ნოვრუზ ბაირამის სახალხო დღესასწაული მიულოცა. სალომე ზურაბიშვილმა, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა და ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კულტურისა და დასვენების პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე წარმოდგენილი პავილიონები დაათვალიერეს და სიმბოლურად ცეცხლი დაანთეს.
გაიმართა შეჯიბრებები ნარდსა და ცხენოსნობაში, მოეწყო მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდა აზერბაიჯანელი მხატვრის ნამუშევრების გამოფენა.
შოთა რეხვიაშვილმა ადგილობრივებსა და ღონისძიების სტუმრებს, სცენიდან მიულოცა ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული და ყურადღება გაამახვილა ქართველ და აზერბაიჯანელ ხალხს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობაზე. სახელმწიფო რწმუნებულმა აღნიშნა, რომ ქვემო ქართლის რეგიონი, სოლიდარობისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითია, სადაც სხვადასხვა ეთნიკური წარმოშობის მოქალაქეები, წლების მანძილზე, მშვიდობიან და თანასწორუფლებიან გარემოში ცხოვრებენ. სალომე ზურაბიშვილმა კი სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, სწავლებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის აუცილებლობაზე ისაუბრა.
დღესასწაულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კულტურული აქტივობები და გალა კონცერტი, სადაც მონაწილეობა მიიღეს, როგორც ადგილობრივმა შემსრულებლებმა, ასევე მოწვეულმა სტუმრებმა.