სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილმა წარმატებულ და დამსახურებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა

08 მარტი 2019

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, 3 და 8 მარტის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტების მასშტაბით, სხვადასხვა სფეროში წარმატებულ და დამსახურებულ ქალბატონებს სადღესასწაულო საჩუქრები გადასცა. 

შოთა რეხვიაშვილი, თეთიწყაროს მუნიციპალიტეტში, პირადად ესტუმრა ახალგაზრდა კინო-რეჟისორს, თინათინ ბეკოშვილს და 90 წლის, დამსახურებულ ექიმს, გულიკო გიგაურს, რომელიც მუნიციპალიტეტში პროფესიულ საქმიანობას 63 წლის განმავლობაში ახორციელებდა. ასევე მედიცინის სფეროს ღვაწლმოსილ და დამსახურებულ ექიმს, წალკაში მცხოვრებ, ეთერ შუკვანს და მრავალმხრივ წარმატებულ ახალგაზრდა პედაგოგს, ირა ძირკვაძეს. 

სახელმწიფო რწმუნებულმა, სადღესასწაულო კივირეულის ფარგლებში, საჩუქრები გადასცა სამ, მარნეულელ, ეროვნებით ქართველ, აზერბაიჯანელ და სომეხ გოგონას, დიანა ძირკვაძეს, მილენა ადამიანს და დარია გასანოვას. 

წარმატებები მიულოცა და პირადად მოინახულა სოფელ აღმამედლოს საჯარო სკოლის, ქართული ენის სერტიფიცირებული პედაგოგი თამარ აბასოვა, მარნეულის მუნიციპალიტეტში დასაქმებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე, შორენა კრაველიძე და 17 წლის, მეღვინე, ლიკა ბოჭორიშვილი. 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა გაზაფხულის დღესასწაულები მიულოცა დმანისში მცხოვრებ განსაკუთრებული საჭიროების მქონე ნორა ანსიანს, რომელიც ბავშვებს ხელნაკეთი ნივთების დამზადებას ასწავლის და რომლებსაც მუნიციპალიტეტის მასშტაბით უფროსი მასწავლებლის სტატუსისი მქონე სამ პედაგოგს, ქეთევან გიორგაძეს, ხათუნა ოქრიაშვილსა და დარეჯან ფერაძეს. 

შორა რეხვიაშვილმა თითოეულ მათგანს წარმატებული საქმიანობისა და რეგიონის განვითარებაში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა. 

  • შოთა რეხვიაშვილმა წარმატებულ და დამსახურებულ ქალბატონებს ქალთა დღესასწაულები მიულოცა