სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე დმანისში სოფლის კრებებს დაესწრო

29 იანვარი 2019

29 იანვარს, დმანისის მუნიციპალიტეტში, ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ შეხვედრებს, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი და მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ტატუაშვილი დაესწრნენ.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სოფელ ამამლოსა და ბაზაქლოს მცხოვრებლებისგან პირადად მოისმინეს ინფორმაცია, ადგილზე არსებული საჭიროებებისა და პროექტების შესახებ, რომელიც ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამაში“ გათვალისწინებული თანხებით განხორციელდება.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, აღნიშნულ სოფლებში, სრულად მოწესრიგდება გარე განათებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა.

შეხვედრების მიმდინარეობისას, საუბარი შეეხო დასახლებების სასმელი წყლით უზრუნველყოფის, საგზაო ინფრასტრუქტურისა და ამბულატორიების მოწყობის საკითხს. მუნიციპალიტეტში, ამ მიმართულებით, სამუშაოები ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება. 

  • ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე დმანისში სოფლის კრებებს დაესწრო