სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი ,,ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა

22 ოქტომბერი 2018


ქვემო ქართლის გუბერნატორი, შოთა რეხვიაშვილი მოადგილესთან, კახა კობერიძესთან, ერთად, პროგრამა-ფესტივალის, ,,ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა. 

მხარეებმა საერთაშორისო ღონისძიების სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს და ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, სამომავლოდ, განსახორციელებელ წინადადებებზე იმსჯელეს. გამოიკვეთა ორი მუნიციპალიტეტი, მარნეული და ბოლნისი, სადაც შესაძლოა ONE CAUCASUS 2019 ჩატარდეს. 

საუბარი შეეხო ფესტივალის მიმდინარეობის პროცესში, რეგიონის სხვა მუნიციპალიტეტების ჩართულობისა და ადგილზე არსებული რესურსის გამოყენების საჭიროებას. 

შოთა რეხვიაშვილის განმარტებით, სამხარეო ადმინისტრაცია მაქსიმალურად იქნება ჩართული ყველა საორგანიზაციო საკითხში, რაც ფესტივალის წარმატებით განხორციელებას უზრუნველყოფს. გუბერნატორის ინიციატივით უკვე დაიგეგმა საორგანიზაციო ჯგუფის წევრების შეხვედრა მუნიციპალიტეტებთან და სამიზნე ორგანიზაციებთან. 
აღსანიშნავია, რომ ფესტივალს ოთხი წლის განმავლობაში მარნეულის მუნიციპალიტეტი მასპინძლობდა, მიმდინარე წელს კი ღონისძიებები ბოლნისში გაიმართა. 

ერთიანი კავკასიის მიზანია, რეგიონში არსებული ტურისტული პოტენციალის, ეთნო-კულტურული რესურსისა და გეოგრაფიული მდებარეობის გამოყენების გზით, ხელი შეუწყოს მულტიკულტურული ურთიერთობების გაღრმავებასა და ინტეგრაციის პროცესს.


  • შოთა რეხვიაშვილი ,,ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი ,,ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი ,,ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი ,,ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა
  • შოთა რეხვიაშვილი ,,ერთიანი კავკასიის“ საორგანიზაციო ჯგუფის წევრებს შეხვდა