A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

მარნეული - ღვინის სამშობლო | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეული - ღვინის სამშობლო

02 მარტი 2018


ველური ვაზი ადამიანმა პირველად საქართველოს ტერიტორიაზე მოიშინაურა და კულტურული ვაზისგან ღვინო დაწურა - აღნიშნული ფაქტი ქვემო ქართლში, სოფელ იმირში, არქეოლოგიური კვლევის შედეგად მოპოვებული ძვ. წ. VI ათასწლეულით დათარიღებული, არტეფაქტებით დადასტურდა. 

ნეოლითის ხანის არქეოლოგიური ძეგლის ტერიტორია ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა ერთობლივად შეისწავლეს. შედეგად, იმირის გადაჭრილ გორაზე, საცხოვრებელი ნაგებობები, შრომის სხვადასხვა იარაღები, ჭურჭელი, სამეურნეო ორმოები და სხვა მნიშვნელოვანი ნივთები აღმოაჩინეს.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ იმირის გადაჭრილ გორაზე აღმოჩენილი ღვინის უძველესი ნაშთები სულ ახლახანს ამერიკის არქეოლოგიის ინსტიტუტის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალმა „Archaeology” 2017 წლის მსოფლიოს 10 უმნიშვნელოვანეს აღმოჩენას შორის დაასახელა!

„ადრეულ ნეოლითურ ძეგლებზე აღმოჩენილი კერამიკის ქიმიურმა ანალიზმა დაადასტურა, რომ ესაა ახლო აღმოსავლეთში გამოვლენილი უძველესი ღვინის ნაშთი. თიხის ჭურჭელზე დიდი რაოდენობით ღვინის მჟავის არსებობა, სხვა ინდიკატორებთან ერთად, წარმოადგენს ყურძნისა და ღვინის ერთ-ერთ ძირითად ბიოლოგიურ მარკერს. ეს ნიშნავს, რომ ამ ტერიტორიაზე ადამიანები ღვინოს ჯერ კიდევ ძვ.წ. 6000 წელს აყენებდნენ - დაახლოებით 500 წლით უფრო ადრე, ვიდრე აქამდე იყო მიჩნეული. ამ ახალი აღმოჩენის მიხედვით, ველური ევრაზიული ყურძენი პირველად სწორედ ამ რეგიონში მოაშენეს“ - აღნიშნულია გამოცემაში.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მეცნიერებთან ერთად არქეოლოგიურ სამუშაოებში აქტიურად მონაწილეობენ პენსილვანიის, მილანის, კოპენჰაგენის, ტორონტოს უნივერსიტეტის, ისრაელის ვაისმანის ინსტიტუტისა და მონპელიეს აგრარული კვლევის ინსტიტუტის მკვლევარები. 


  • მარნეული - ღვინის სამშობლო
  • მარნეული - ღვინის სამშობლო
  • მარნეული - ღვინის სამშობლო
  • მარნეული - ღვინის სამშობლო
  • მარნეული - ღვინის სამშობლო
  • მარნეული - ღვინის სამშობლო
  • მარნეული - ღვინის სამშობლო
  • მარნეული - ღვინის სამშობლო