საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
23 თებერვალი 2018
23 თებერვალს ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ცენტრალური და ადგილორბივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ევროკავშირის პროექტის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ფარგლებში გამართულ პრეზენტაცის დაესწრო.
შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ საერთაშორისო ორგანიზაციებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.
„ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“ ამ სახელწოდების პროექტი ბოლნისის მუნიციპალიტეტმა არასამთავრობო ორგანიზაცია „რეგიონული განვითარების ცენტრთან“ ერთად შეიმუშავა და გრანტი მოიპოვა.
პროექტის საერთო ბიუჯეტი 380 000 ევროა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის კონტრიბუცია კი 60 000 ევროს შეადგენს. პროექტი განხორციელდება 36 თვის განმავლობაში(2018-2021 წწ).
„ბოლნისში ბიზნეს საქმიანობის ეფექტური პლატფორმის ჩამოყალიბება“-ამ სახელწოდების პროექტის ფარგლებში დაგეგმილია, ბოლნისის მუნიციპალიტეტში აგროცენტრის მოწყობა, რომელიც აღიჭურვება ღვნის ჩამოსასხმელი ხაზით, ყველის, ბოლსტნეულის შესაფუთი დანადგარებითა და სატნასპორტო(გადამზიდი) საშუალებებით. შესაფუთი დანადგარები იქნება მობილური, რომელიც ხელმისაწვდომი იქნება ყველა დაინტერესებულ ფერმერისთვის. აგროცენტრის მოწყობამდე გამოკვლეული იქნება ბოლნისის მუნიციპალიტეტის სასოფლო-სამეურნეო პონეტციალი, მომზადდება ბიზნეს მოდელი, რომლის მიხედვითაც იმუშავებს აგროცენტრი. აგრეთვე მომზადდება აგროცენტრის მარკეტინგული გეგმა, რომელიც პროექტის განმავლობაში განხორციელდება.
გარდა სასოფლო-სამეურნეო მიმათულებისა, იგეგმება ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა. ქალაქ ბოლნისის ისტორიულ უბანში, კატერინენფელდში, იგეგმება ქუჩის ინფრასტრუქტურის მოწყობა, რაც გულისხმობს ქუჩის კანალიზაციის ქსელის მოწყობას, გზის მოპირკეთებას ქვაფენილით, გარე განათებების მოწყობას და ტურისტული მარკირების ნიშნების განთავსებას. შემუშავდება „კატერინენფელდის“ მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც პროექტის განმავლობაში განხორციელდება.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება კერძო-საჯარო დიალოგისთვის მდგრადი არხების შექმნა, ჩამოყალიბდება ბიზნეს კლასტერები. მოხდება ადგილობრივი მეწარმე ფერმერებისა და ტურიზმის დარგში არსებული ბიზნესების გადამზადება და ხელშეწყობა. ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით მოეწყობა ფესტივალები და სხვადასხვა პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა/გაყიდვები, რომელზეც მოწვეულები იქნებიან როგორც ადგილობრივები, ასევე მეზობელი ქვეყნებიდან დაინტერესებული პირები.
აღსანიშნავია, რომ „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერა აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრ ქვეყნებში, რათა ისინი გახდნენ ეკონომიკური განვითარებისა და სამუშაო ადგილების შექმნის ხელშემწყობი მოცემულ რეგიონში და ასევე, შექმნან შესაძლებლობა ეკონომიკური, სოციალური და კულტურული თანამონაწილეობის, საზოგადოების კეთილდღეობის მიღწევისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისათვის.