Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
09 თებერვალი 2018
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრი სოზარ სუბარი, ქვემო ქართლის გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე და წალკის მუნიციპალიტეტის მერი ილია საბაძე, ეკომიგრანტ ოჯახებს ესტუმრნენ და საცხოვრებელი ფართის, საკუთრების დამადასტურებელი, მოწმობები გადაცეს.
სოზარ სუბარი და გრიგოლ ნემსაძე, წალკის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივ ცენტრში, მაკარაძეების 9-სულიანი ოჯახისთვის, სახლის საკუთრებაში გადაცემის პროცედურასაც დაესწრნენ.
,,ეკომიგრანტი ოჯახებისთვის სახლების დაკანონების პროცესი აქტიურად გრძელდება. მხოლოდ ქვემო ქართლის რეგიონში 2015 წლიდან დღემდე 400-მდე ოჯახს საკუთრებაში გადაეცათ საცხოვრებელი ფართი. მნიშვნელოვანია რომ სახელმწიფო მუდმივად ზრუნავს ეკომიგრანტების საცხოვრებელი პირობების გააუმჯობესებაზე. აღნიშნული პროცესი მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება”-განაცხადა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.
ეკომიგრანტი ოჯახებისთვის 2004-2009 წლებში შესყიდული სახლების დაკანონების პროცესი მხოლოდ 2015 წელს დაიწყო. ამ ეტაპზე, წალკის მუნიციპალიტეტში საცხოვრებელი ფართი საკუთრებაში უკვე 200-ზე მეტ ეკომიგრანტ ოჯახს გადაეცა. მთელი ქვეყნის მასშტაბით კი, სახლი 500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა და ეს პროცესი გრძელდება.