საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
01 სექტემბერი 2017
1 სექტემბერს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე, გარდაბნის მუნიციპალიტეტში, ვაზიანის დასახლების მცხოვრებლებს შეხვდა.
გუბერნატორის მოადგილემ, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობის პრობლემები პირადად მოისმინა და მათი გადაჭრის გზებზე იმსჯელა. სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილე, კახა კობერიძე მოსახლეობას კომპეტენციის ფარგლებში დახმარებას დაპირდა.
აღსანიშნავია, რომ წლების განმავლობაში, ადგილობრივების ძირითად პრობლემას, საცხოვრებელი სახლების რეგისტრაციის, სასმელი წყლის, გაზიფიცირებისა და ტრანსპორტის საკითხების მოგვარება წარმოადგენს.