Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
05 აპრილი 2023
ქვემო ქართლის რეგიონში 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის სამშენებლო სამუშაოები აქტიურ ფაზაშია შესული.
მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ წერაქვსა და საბირქენდში მიმდინარე წყალმომარაგების პროექტების შედეგად 6000-მდე ბენეფიციარი, 2023 წელს, 24 საათიანი უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.
მიმდინარე სამუშაოების პროცესი ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა, მარნეულის მუნიციპალიტეტის მერმა კენან ომაროვმა, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარემ, ამირან გიორგაძემ, მარნეულისა და გარდაბნის მაჟორიტარ-დეპუტატმა პარლამენტში, ზაურ დარგალმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგელებმა მოინახულეს.
,,რეგიონის მოსახლეობისთვის ერთ-ერთ პრიორიტეტულ საკითხს წარმოადგენს გამართული წყალმომარაგების სისტემის არსებობა. სწორედ ამიტომ, ჩემთვის მნიშვნელოვანია, ვიზრუნო ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაზე და შევუქმნა მათ უკეთესი პირობები. პროექტის ფარგლებში, 2023 წელს წყალი სოფლებში ეტაპობრივად გაეშვება და მოსახლეობა 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი” - გიორგი დოხტურიშვილი.
ორივე პროექტის მიხედვით გათვალისწინებულია:
მაგისტრალური მილსადენის მშენებლობა;
სატუმბი სადგურის, წყალმომარაგების ქსელისა და ყველა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა;
არსებულ რეზერვუარსა და სათავე ნაგებობისთვის რეაბილიტაციის ჩატარება;
გამრიცხველიანება;
წყალსადაწნეო კოშკების მოწყობა;
სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობა.
პროექტები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მათი ღირებულება ჯამში 4 მილიონამდე ლარს შეადგენს.