სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები

10 იანვარი 2023


გიორგი დოხტურიშვილი რუსთავში რეგიონული განვითარების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მიმდინარე პროექტებს გაეცნო.

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილესთან, ილია ბეგიაშვილთან, რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და რუსთავისა და გარდაბნის ათი თემის მაჟორიტარ-დეპუტატთან, ირაკლი შატაკიშვილთან ერთად რუსთავში, მიმდინარე პროექტები მოინახულა.

კლდიაშვილის ქუჩის მიმდებარედ აქტიურად მიმდინარეობს სკვერის რეაბილიტაცია.

პროექტის ფარგლებში, ტერიტორიაზე არაფორმალური განათლების ცენტრი - მედიათეკა შენდება. სკვერში ეწყობა ქვაფენილი, დასასვენებელი სკამები, გარე განათება, სარწყავი სისტემა, მცირე დენდროლოგიური ზონები, საბავშვო და სპორტული სივრცეები. სპეციალური ადგილი გამოიყოფა ჭადრაკის მოყვარულთათვის და მოეწყობა შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი ზონა. სკვერი სრულად ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. პროექტის საერთო ღირებულებაა 4 256 559.18 ლარი.

მოსახლეობის თხოვნით, ჭყონდიდელის დასახლებაში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, 15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, ახალი რეკრეაციული სივრცე ეწყობა.

პროექტი, მწვანე ქალაქის კონცეფციის ფარგლებში ხორციელდება და მულტიფუნქციური დასასვენებელი ზონის შექმნას ითვალისწინებს. ახალ სკვერში, სპორტული და საბავშვო მოედნები, ფილებით მოპირკეთებული საფეხმავლო ბილიკები, თანამედროვე გარე განათება, სარწყავი სისტემა, მწვანე სივრცეები და დასასვენებელი ზონები მოეწყობა. დენდროლოგიური პროექტის ფარგლებში ტერიტორიაზე სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე დაირგვება. პროექტის საერთო ღირებულებაა 1 474 439.00 ლარი.

ძველი რუსთავის რეაბილიტაციის ფარგლებში, მიმდინარეობს კონსტიტუციის, ქაშაკაშვილისა და მშენებელთა ქუჩების კეთილმოწყობის სამუშაოები.

პროექტის ფარგლებში, დაწნეხილი ბეტონის ფილებით მოპირკეთდება ტროტუარები, მოეწყობა ბორდიურები, გარე განათების ქსელი, მწვანე სივრცეები და სარწყავი სისტემა. პროექტი ითვალისწინებს მშენებელთა ქუჩაზე გზის საფარის რეაბილიტაციასაც. პროექტის საერთო ღირებულება 1 804 971.09 ლარია.

შეხვედრას რწმუნებული მოადგილესთან, ილია ჯალაღანიასთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაესწრო.

 


  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები
  • რუსთავში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები