საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
14 ივლისი 2022
აზერბაიჯანის რესპუბლიკის ქალაქებსა და ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტებს შორის დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა.
,,დღეს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ზურაბ პატარაძესთან ერთად აზერბაიჯანის ეკონომიკის მინისტრს, მიქაილ ჯაბაროვს შევხვდით.
აზერბაიჯანისა და ქვემო ქართლის ქალაქებს შორის გაფორმებული დაძმობილების მემორამდუმი კიდევ უფრო მეტად გაამყარებს ჩვენს მეგობრობასა და თანამშრომლობას, ხელს შეუწყობს ქვემო ქართლის რეგიონსა და აზერბაიჯანის ქალაქებს შორის არსებული ეკონომიკური, საგანმანათლებლო, ტურიზმისა და კულტურის სფეროში ნაყოფიერ თანამშრომლობას და სექტორული კავშირების გაფართოებას"- ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი დოხტურიშვილი.
დაძმობილების მემორანდუმი გაფორმდა საქართველოსა და აზერბაიჯანის შემდეგ ქალაქებს შორის:
მარნეული - შამქირი;
გარდაბანი - აღსტაფა;
ბოლნისი - გოიგოლი;
დმანისი - დაშკესანი.
გიორგი დოხტურიშვილი სამხარეო დელეგაციასთან ერთად ვიზიტის ფარგლებში შეხვდა დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის, ასევე მოინახულა „მარადიული ჩირაღდნის“ ძეგლი, შეჰიდთა ხეივნი და საფლავებს ყვავილების თაიგულებით პატივი მიაგო.
გიორგი დოხტურიშვილთან ერთად სამხარეო დელეგაციას წარმოადგენდა: სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ნიკა კობახიძე, რეგიონის მუნიციპალიტეტების მერები: დავით კარგარეთელი, ნინო ლაცაბიძე, დავით შერაზადიშვილი, კენან ომაროვი, კობა მურადაშვილი, ილია საბაძე, გიორგი წიკლაური, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე, რუსთავის საკრებულოს წევრი მამუკა ხელაია და ქვემო ქართლის რეგიონული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მიხეილ ღუწკაია.
#ქვემოქართლისმხარე
#აზერბაიჯანი
#დაძმობილებისმემორანდუმი