Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
15 მარტი 2022
სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით სართიჭალაში ახალი სამაცივრე მეურნეობა გაიხსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი დოხტურიშვილთან ერთად გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში, თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი სამაცივრე მეურნეობა გახსნა - ახალი ინფრასტრუქტურა ადგილზე ერთდროულად 1,000 ტონა პროდუქციის შენახვის შესაძლებლობას იძლევა.
კომპანია „სართიჭალა ვაინიარდ მენეჯმენტი“ სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 3,8 მლნ ლარის ინვესტიცია განხორციელდა, მათ შორის 500,000 ლარი გრანტია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა 3 მლნ ლარს შეადგენს.
აგროჰოლდინგი აერთიანებს კომპანიებს, რომელთა საკუთრებაში არსებულ 30 ჰექტარზე, სახელმწიფო პროგრამის „დანერგე მომავალი“ მხარდაჭერით იტალიური ჯიშის 4 სახეობის სუფრის ყურძენია გაშენებული, სადაც 2022 წელს 400 ტონამდე მოსავალს ელოდებიან.
კომპანიის მიზანია ახალი, ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით აწარმოოს ბიზნესი, ჩაანაცვლოს იმპორტი და განავითაროს ექსპორტი.
აღსანიშნავია, რომ აგროჰოლდინგი USAID-ის ხელშეწყობით სუფრის ყურძენის მოყვანისა და მისი შენახვის პირობების შესახებ რეკომენდაციებს იტალიელი სპეციალისტებისგან იღებს.
ადგილზე 60 ადამიანია დასაქმებული.