სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ურბანული განახლების პროცესი მარნეულში

25 დეკემბერი 2021


საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული “განახლებული რეგიონების" სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, მარნეულში ცენტრალურ ქუჩაზე მდებარე სკვერის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროცესი 2021 წლის ზაფხულში დაიწყო და აქტიურად გრძელდება.

ინფრასტრუქტურული სამუშაოები ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი დოხტურიშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილე გიორგი ციბაძემ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მოინახულეს.

„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროგრამა ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.

დაფინანსებული პროექტები მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების უშუალო ჩართულობით სპეციალურმა კომისიამ დაამტკიცა, ხოლო სამშენებლო კომპანიები, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერებით შეირჩა. სპეციალური კომისიის შემადგენლობაში შედიოდნენ როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის, ისე ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და სივრცითი დაგეგმარების სპეციალისტები.

პროგრამის დასრულების შემდეგ, ქვეყნის რეგიონებში განახლდება ცენტრალური ქუჩები, რეაბილიტირდება და მოეწყობა სკვერები და სხვა მუნიციპალური ინფრასტრუქტურა. პროექტების შედეგად განახლებული ურბანული მდებარეობები ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს ადგილობრივ მოსახლეობას.


  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში
  • ურბანული განახლების პროცესი მარნეულში