სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

სახელმწიფო პროგრამა - განახლებული რეგიონები - ქვემო ქართლში

17 აგვისტო 2021

პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული, შოთა რეხვიაშვილი, პარლამენტის წევრი, ნინო ლაცაბიძე და რუსთვისა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, მიმდინარე სამშენებლო სამუშაოებს გაეცნენ.

პროექტის მიხედვით, რუსთავში მეგობრობის გამზირის სრული განახლება, თეთრიწყაროში კი თამარ მეფის ქუჩის ცენტრალური ნაწილის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული პარკის რეაბილიტაციაა დაგეგმილი - შესაბამისი სამუშაოები ორივე ლოკაციაზე უკვე დაწყებულია და სექტემბრის ბოლომდე გარკვეული მონაკვეთების, შენობების, პარკების, სკვერებისა და სხვა ფუნქციურად დატვირთული ახალი სივრცეების დასრულებაა გათვალისწინებული.

,,პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული განახლებული რეგიონების სახელმწიფო პროგრამა აქტიურ ფაზაში გადავიდა და ქვემო ქართლის შვიდივე მუნიციპალიტეტში რეალური სამუშაოების განხორციელება უკვე დაწყებულია. ურბანული განახლების ფარგლებში, რუსთავში ერთ-ერთი ძირითადი გამზირის რეაბილიტაცია მოხდება - ეს არის 31 საცხოვრებელი კორპუსი მიმდებარე რეკრეაციებით და ინფრასტრუქტურული პროექტებით, რაც ახალ შესაძლებლობებს ქმნის ქალაქის მოსახლეობისათვის. კორპუსების განახლების პარალელურად, გადაიჭრება დიდი პრობლემა და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, განახლდება, ადგილზე არსებული, 100 ლიფტი. რაც შეეხება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტს - უკვე არსებული პროექტის კორექტირება და გაფართოებაა დაგეგმილი, რაც თამარ მეფის ქუჩის, გარკვეული მონაკვეთისა და ე.წ. ციყვების პარკის რეაბილიტაციას ითვალისწინებს“ - განაცხადა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა.

მინისტრის განმარტებით, მასშტაბური პროექტების განხორციელებასთან ერთად, ლოკაციებზე, სადაც ურბანული განახლების ფარგლებში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა მოეწყობა, სრულად შეიცვლება საირიგაციო სისტემებიც.

„ბუნებრივია, სამუშაოები გრძელდება და წლის ბოლომდე პროგრესი კიდევ უფრო დიდი იქნება. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის რეალური ურბანული განახლება, რომელიც ვიზუალურ განახლებასთან ერთად, ითვალისწინებს ობიექტების ფუნქციურად კიდევ უფრო გამდიდრებას. აბსოლუტურად ყველა რეკრეაციაში - სკვერებში, პარკებში გათვალისწინებულია საირიგაციო სისტემების მოწყობა. ასევე, ჯანსაღი ცხოვრების წესის ნაწილში შესაბამისი ველო ბილიკების და სხვა აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა,“ - აღნიშნა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ.

აღსანიშნავია, რომ 4-წლიანი პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. 

  • სახელმწიფო პროგრამა - განახლებული რეგიონები - ქვემო ქართლში