A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში

02 ივნისი 2021

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტისა და მარნეულის თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა-რეაბილიტაციის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო. 

ამ ეტაპზე, სარეაბილიტაციო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება, მარნეული-ლომთაგორა-ალგეთის საავტომობილო გზაზე, რომელიც მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების დამაკავშირებელ გზაა.  

აღნიშნული მონაკვეთი დაახლოებით 15 კმ სიგრძისაა და უმოკლესი მანძილით აკავშირებს საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი (ფონიჭალა)-მარნეული-გუგუთისა და თბილისი-წითელი ხიდის საავტომობილო გზებს. ასევე, უმოკლესი კავშირია ქალაქ რუსთავსა და მარნეულს შორის, რომლითაც აქტიურად სარგებლობენ გზის მიმდებარედ მჭიდროდ დასახლებული სოფლების მცხოვრებლები და სხვადასხვა დანიშნულების საწარმოები.

არსებული გზა წლების განმავლობაში დაზიანებული, ზოგიერთი მონაკვეთი კი ფაქტობრივად გაუვალი იყო - რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ადგილზე ეწყობა ასფალტ-ბეტონის საფრი, ხელოვნური ნაგებობები, რკინა-ბეტონის მილები, ახალი სახიდე გადასასვლელი და კიუვეტები. ასევე, პროექტით გათვალისწინებულია, ადგილობრივ გზებთან მიერთებების, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების, ავტობუსის გასაჩერებელი მოედნის, ავტოპავილიონის, საგზაო ნიშნების და გზის სავალი ნაწილის მონიშვნის, მოწყობის სამუშაოები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 12.6  მილიონი ლარით ფინანსდება - სარეაბილიტაციო სამუშაოები 2022 წელს დასრულდება.

მარნეულის მუნიციპალიტეტში, სამუშაოები კიდევ ერთ პროექტზე, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მარნეული-თეთრიწყარო-წალკის საავტომობილო გზის 8 კმ-იან მონაკვეთზე მიმდინარეობს, რომელიც  სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 3 998 377 ლარია.

აღსანიშნავია, რომ  გზების დეპარტამენტი 2021 წელს  ფონიჭალა-მარნეული-გუგუთის გზაზე 8 კმ-იანი დაზიანებული მონაკვეთის რეაბილიტაციასაც დაიწყებს - გზა, ბოლნისის გავლით უმოკლესი მანძილით აკავშირებს რეგიონს სომხეთის ჩრდილო-დასავლეთ რეგიონთან. შესაბამისად, შეუფერხებელი სატრანზიტო მიმოსვლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს.

  • მასშტაბური საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები მარნეულში