Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
13 მაისი 2021
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაწყებული, ახალი სახელმწიფო პროგრამის „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, შექმნილი სპეციალური კომისიის სხდომა გაიმართა, რომელსაც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები, მთავრობის ადმინისტრაციისა და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
მერებმა, კომისის წევრებს მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე ურბანული განახლების მიზნით დაგეგმილი პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს - ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, სამუშაოების განხორციელების მიზნობრიობა და ადგილზე ეკონომიკური განვითარების სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
მიღებული გადაწყვეტილებების ფარგლებში, პროექტების განხორციელების ძირითად არეალად, რეგიონის მასშტაბით ცენტრალური ქუჩები და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ინფრასტრუქტურა შეირჩა:
• ქ. რუსთავი - მეგობრობის გამზირი და მერიის წინ მდებარე მოედნი.
• ქ. ბოლნისის ცენტრალური - სულხან-საბა ორბელიანის ქუჩა.
• ქ. გარდაბანი - დავით აღმაშენებლის ქუჩა.
• ქ. დმანისი - თავისუფლების ხეივანისა და წმინდა ნინო ქუჩის N41-54 მიმდებარე სივრცე.
• ქ. თეთრიწყარო - თამარ მეფის ქუჩა.
• ქ. მარნეული - სარეკრეაციო სივრცე რუსთაველის ქუჩაზე.
• ქ. წალკა - ცენტრალური პარკი და არისტოტელეს ქუჩა.
„განახლებული რეგიონების“ სახელმწიფო პროგრამა 4-წლიანია და საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს. პროგრამის მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია და ითვალისწინებს რეგიონების ურბანულ განახლებას, რაც სხვადასხვა მნიშვნელოვანი ობიექტის/მდებარეობების განვითარებას გულისხმობს.
პროექტები განხორციელდება როგორც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით, ისე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერით.