Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
28 მარტი 2020
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად ჭუნაშილი და რუსთავის მერის პირველი მოადგილე, ბესიკ ტოგონიძე, შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ.
კორონავირუსის (COVID-19) პრევენციული ღონისძიებების პარალელურად, რუსთავში აქტიურად მიმდინარეობს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტი, რომელიც ძველი რუსთავის ცენტრალური ქუჩის - კოსტავას გამზირის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.
ტერიტორიაზე უკვე შეცვლილია მიწისქვეშა კომუნიკაციები - სანიაღვრე და წყალსადენის სისტემები. დაიგო ასფალტის საფარი და რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია ჩაუტარდა შენობების ფასადებს. ფილაქნებით მოპირკეთდება ტროტუარები, გამზირის შუაგამყოფ ზოლში, კი სკვერები მოეწყობა. პროექტის ღირებულება 3 მლნ 700 000 ლარია.
შეუფერხებლად ხორციელდება ინფრასტრუქტურული პროექტები ქალაქის სხვა ლოკაციებზეც.
მიმდინარეობს ავტოსადგომის რეაბილიტაცია, დაწყებულია ფასადების რეკონსტრუქციისა და გზის საფარის აღდგენის სამუშაოები ჭყონდიდელის დასახლებაში. გზის საფარის აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს წერეთლის ქუჩაზეც, სადაც ასფალტ-ბეტონის საფარი 11 ლოკაციაზე შეიცვლება. აქტიურად მიმდინარეობს გიორგი ლეონიძის სახელობის სკვერის რეაბილიტაციაც, სადაც მასშტაბური რეკრეაციული სივრცე ეწყობა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს, რუსთავში, დაახლოებით 22 მილიონი ლარის ღირებულების ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.