საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
20 ნოემბერი 2019
დმანისის მუნიციპალიტეტში სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება, რომლის ფარგლებში სამ ბრიგადაზე გათვლილი ერთი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრისა და 2 ამბულატორიის მშენებლობა მიმდინარეობს, სამი სოფლის ამბულატორიაში კი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დასრულებულია.
სამუშაოების მიმდინარეობას ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.