A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო

15 მაისი 2019

15 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, პირველ მოადგილესთან, ზვიად ჭუნაშვილთან ერთად, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით მიმდინარე და დასრულებული პროექტები მოინახულა. 

მონიტორინგის პროცესს, სახელმწიფო რწმუნებლთან ერთად, მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი ქორიძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები კონტრაქტორი კომპანიების თანამშრომლებს შეხვდნენ და სამუშაოების წარმოების შესახებ ინფორმაცია დეტალურად მოისმინეს. 

აღსანიშნავია, რომ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, ამ ეტაპზე, აქტიურად მიმდინარეობს კოდა-ვაშლოვანის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ფარგლებში მოეწყობა ბეტონის საფარი, შედეგად, ადგილობრივი მოსახლეობა, ცენტრალურ საავტომობილო გზას, უმოკლესი და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურით დაუკავშირდება. 

შიდა საავტომობილო გზების მოწესრიგება მიმდინარეობს ქალაქ თეთრიწყაროში, გურამიშვილის, წმინდა ნინოს, ჭავჭავაძის, მარაბდის და აბანოს ქუჩებზე. საერთო ჯამში, 2019 წელს, ქალაქში, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 ქუჩას და მოასფალტდება 2 კმ-ზე მეტი შიდა საავტომობილო გზა. 

შოთა რეახვიაშვილი, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, უკვე დასრულებულ სამუშაოებსაც გაეცნო და ადგილზე დაათვალიერა სოფელ ასურეთში, ახლადრეაბილიტირებული რუსთაველის ქუჩა, სადაც მოასფალტდა საავტომობილო გზა და მიმდებარე 2 ჩიხი, ასევე, მოეწყო სანიაღვრე კიუვეტები. 

ქალაქ თეთრიწყაროში დასრულდა სპორტული მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები. შესაბამისად, ადგილობრივებს უკვე, აქვთ შესაძლებლობა თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურით ისარგებლონ. 

აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობა-მოწესრიგების სამუშაოებიც. წლის განმავლობაში, აშენდება 3 ახალი სკოლა და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 11-ს. ასევე, განხორციელდება სკოლამდელი აღზრდის 2 დაწესებულების მშენებლობა. 

  • შოთა რეხვიაშვილი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო