A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა

02 აპრილი 2019


გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობა იძულებით გადაადგილებული პირების დახმარების მიზნით, საქართველოს, გრანტის სახით, 10 მილიონ ევროს გადმოსცემს. 

პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, მარნეულის მუნიციპალიტეტში, 32 დევნილი ოჯახისთვის, რომლებიც ადგილზე წლებია ცხოვრობენ და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობას ეწევიან, მოეწყობა სოფლის ტიპის დასახლება. საცხოვრებელი სახლების მშენებლობის საწყისი ბიუჯეტი 25 ათასი ევროა. 

ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, აღნიშნულთან დაკავშირებით, სამუშაო შეხვედრა გამართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მამუკა ცოტნიაშვილთან, ლტოლვილთა დანიის საბჭოს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორთან, ვინსენტ დონტოტთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მხარეებმა დეტალურად განიხილეს, რეგიონში განსახორცილებელი გეგმები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს. 

გერმანიის მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი დევნილების გრძელვადიანი განსახლებისთვის, ეკონომიკური, სოციალური და საგანმანათლებლო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან აქტივობებს ითვალისწინებს, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საგანმანათლებლო მიმართულებით, იგეგმება ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, გაიცემა გრანტები ახალი სამუშაო ადგილების შექმნისა და შემოსავლის წყაროს გაჩენის მიზნით და 260-მდე ახალგაზრდა დევნილი გაივლის პროფესიული კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებს. 

შოთა რეხვიაშვილმა, შეხვედრის მიმდინარეობისას, ისაუბრა რუსთავის კონკრეტულ უბნებში, სააღმზრდელო დაწესებულებების სიმცირეზე და პროექტის ფარგლებში,  შესაბამისი რესურსის არსებობის შემთხვევაში, რეკომენდაცია  ქალაქში ამ მიმართულებით განსახორციელებელ სამუშაოებს გაუწია.

აღსანიშნავია, რომ პროექტი სამი წლის განმავლობაში გაგრძელდება და 2021 წელს დასრულდება. დაფინანსების ხელშეკრულებას ხელი 22 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) სამხრეთ კავკასიის ოფისის დირექტორმა კლაუს ფაიგელმა და ლტოლვილთა დანიის საბჭოს (DRC) საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორმა ვინსენტ დონტოტმა მოაწერეს. 
 


  • მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
  • მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
  • მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
  • მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
  • მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა
  • მარნეულში 32 დევნილი ოჯახისთვის ახალი დასახლება მოეწყობა