A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired

Filename: mysqli/mysqli_driver.php

Line Number: 305

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once

A PHP Error was encountered

Severity: Warning

Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)

Filename: Session/Session.php

Line Number: 143

Backtrace:

File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct

File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 316
Function: require_once

ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა | სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია, ქვემო ქართლი

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია

საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში

გერბი

Administration Of State Representative

In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality

ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა

22 ნოემბერი 2018


საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მარნეულში, მოადგილეებთან, მხარის გუბერნატორთან, შოთა რეხვიაშვილთან და თვითმმართველობების წარმომადგენლებთან ერთად, მოსახლეობას შეხვდა.

მაია ცქიტიშვილმა რეგიონში უკვე დასრულებულ, მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, მიმდინარე და დაგეგმილი საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტები 100 მილიონ ლარს აჭარბებს. 

ამჟამად სამუშაოები მიმდინარეობს 11 საგზაო პროექტზე, რომლის ფარგლებში 63 კმ-ზე მეტი გზისა და 2 ხიდის რეაბილიტაცია მოხდება, მომავალ წელს კი დამატებით 22 პროექტი დაიწყება. 

2019 წელს იგეგმება თბილისი-რუსთავის გზის მოდერნიზაციის დასრულება. მასშტაბურ პროექტს აზიის განვითარების ბანკი აფინანსებს.

თბილისი-რუსთავის გზა აზერბაიჯანის საზღვარს უკავშირდება და მისი მოდერნიზაცია მნიშვნელოვანია სატრანზიტო თვალსაზრისით. პროექტის დასრულების შემდეგ, მოსახლეობა უსაფრთხოდ შეძლებს გადაადგილებას, თბილისიდან რუსთავამდე მანძილის დაფარვას კი 20 წუთი დასჭირდება.

რეგიონში მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდება წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის.

მომავალ წელს იგეგმება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ასურეთში შვაბების ქუჩაზე XIX საუკუნის გერმანული მხატვრულ-არქიტექტურული ღირებულების ეკლესიის, საცხოვრებელი სახლებისა და სასაფლაოს აღდგენა-რესტავრაცია.

მომავალ წელს მხოლოდ მარნეულის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 7 ახალი სკოლის მშენებლობა და 5 სკოლის კაპიტალური რეაბილიტაცია.

21 სოფელში განხორციელდება ამბულატორიების რეაბილიტაცია. 

ქვემო ქართლში ასევე იგეგმება - ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც საპიკნიკე სივრცეების, სველი წერტილებისა და საფეხმავლო ბილიკების მოწყობას ითვალისწინებს. 

შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა მარნეულში ე.წ. გადაჭრილ გორაზე. 

რუსთავში აშენდება მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსი. 

მარნეულში მოეწყობა საფეხბურთო სტადიონი. 

მუნიციპალურ შენობებში მოხდება ენერგოეფექტურობის კომპონენტის გაძლიერება. 

რეგიონში იგეგმება ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა.


  • ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
  • ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
  • ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა
  • ვიცე-პრემიერმა რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა