Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
22 დეკემბერი 2017
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ პირველ მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან ერთად წალკის, თეთრიწყაროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში მიმდინარე პროექტები მოინახულა.
გრიგოლ ნემსაძემ მუნიციპალიტეტებში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რეგიონში განხორციელებული პროექტების მიმდინარეობის პროცესი შეაფასა და უკვე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე პირადად გაეცნო.
,,2017 წლის განმავლობაში ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით ქვემო ქართლის რეგიონში 58 000 000 ლარამდე ღირებულების 400-მდე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. არაერთ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტს შორის მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში განახლდა ცენტრალური და შიდა გზები, რომლებსაც ბოლო ოცი წლის განმავლობაში რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სარემონტო სამუშაოები განხორციელდა 60–მდე საბავშვო ბაღში, ამჟამად წალკის, მარნეულის, გარდაბნისა და რუსთავის მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს 5 ახალი ბაღის მშენებლობა. რეგიონის მასშტაბით რეაბილიტირდა 60–მდე სპორტული ობიექტი. მიმდინარეობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების ახალი ცენტრების მშენებლობა. წყალსადენის გაყვანის შედეგად მარნეულის მუნიციპალიტეტის 3 სოფელში გადაიჭრა სასმელი წყლით უზრუნველყოფის საკითხი, რომელიც ათეული წლების განმავლობაში მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ძირითად პრობლემას წარმოადგენდა. მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს გარდაბნის მუნიციპალიტეტშიც, რომლის დასრულების შემდეგ 5 სოფელი 24 საათიანი წყალმომარაგებით ისარგებლებს“-აღნიშნა გრიგოლ ნემსაძემ.
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის განცხადებით წინა წლებთან შედარებით ქვემო ქართლის რეგიონში განხორციელებული პროექტების რაოდენობა მზარდია. აღნიშნული მიმართულებით სამუშაოები, მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით, 2018 წელსაც აქტიურად გაგრძელდება.