საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
11 სექტემბერი 2017
ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა გრიგოლ ნემსაძემ ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებელთან, დავით შერაზადიშვილთან ერთად დაბა კაზრეთში საავტომობილო გზის ახლად რეაბილიტირებული მონაკვეთი გახსნა.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაბის მცხოვრებლებსაც გაესაუბრნენ-ადგილობრივებმა პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა, საერთო ღირებულებით 700 000 ლარი. შესრულებული სამუშაოების შედეგად 1,100 მეტრის მონაკვეთზე მოეწყო 22 სმ-ის სისქის ბეტონის საფარის გზა, ტროტუარებითა და სანიაღვრეებით.