საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
21 ივლისი 2017
21 ივლისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი ბოლნისში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს გაეცნო.
გრიგოლ ნემსაძემ, მოადგილესთან ალექსანდრე მეტრეველთან და მუნიციპალიტეტის გამგებელ დავით შერაზადიშვილთან ერთად მოინახულა დაბა კაზრეთში საავტომობილო გზის მოწყობის სამუშაოები.
მხარისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ქალაქ ბოლნისში სანიაღვრე სისიტემების მოწყობის პროცესსა და სააკაძის ქუჩის საფარის მოწესრიგების სამუშაოებსაც გაეცნენ.