Severity: Warning
Message: mysqli::query(): (HY000/1194): Table 'ci_sessions' is marked as crashed and should be repaired
Filename: mysqli/mysqli_driver.php
Line Number: 305
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
Severity: Warning
Message: session_start(): Cannot send session cache limiter - headers already sent (output started at /home/kvemo001/public_html/system/core/Exceptions.php:271)
Filename: Session/Session.php
Line Number: 143
Backtrace:
File: /home/kvemo001/public_html/application/core/MY_Controller.php
Line: 7
Function: __construct
File: /home/kvemo001/public_html/index.php
Line: 318
Function: require_once
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
30 მაისი 2018
30 მაისს, გარდაბანში კომბინირებული ციკლის თბოელექტროსადგურის, “გარდაბნის თბოსადგური 2“-ის მშენებლობა დაიწყო.
კომბინირებული ციკლის ახალი ენერგოეფექტური, 230 მგვტ-იანი თბოელექტროსადგურის ექსპლუატაციაში გაშვება 2019-2020 წლის ზამთრის სეზონისთვის იგეგმება. მშენებლობას სრულად სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“ აფინანსებს.
ღონისძიებაზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, „გარდაბნის თბოელექტროსადგური-2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანიის TCC-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე - იუან შუემინი, ჩინეთიდან მოწვეული სტუმრები და ენერგო-ექსპერტები. ადგილზე იმყოფებოდა ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი, გრიგოლ ნემსაძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები.
“გარდაბნის თბოსადგური 2-ის“ მშენებელი ჩინური კომპანია, China Tianchen Engineering Corporation (TCC) - ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საინჟინრო-ინდუსტრიული კორპორაციაა, რომელიც 1953 წელს აღმოსავლეთ ჩინეთის ქალაქ ტიანჯინში დაარსდა. კომპანიის წლიური შემოსავალი მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საერთაშორისო საინჟინრო პროექტები 30-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს. TCC-ს წარმატებული გამოცდილება აქვს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სხვადასხვა დანიშნულების მასშტაბური ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის კომბინირებული ციკლის ელექტროგენერაციის ობიექტების მშენებლობის კუთხით.
დღესვე, „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასა“ და CNCEC-ს შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს საქართველოში ქიმიური მრეწველობის განვითარების შესახებ შესაძლებლობების შესწავლასთან დაკავშირებით, რაც რამდენიმე ასეული მილიონი დოლარის ინვესტიციას გულისხმობს.