საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულებში, ბოლნისის, გარდაბნის, დმანისის, თეთრიწყაროს, მარნეულის, წალკის მუნიციპალიტეტებსა და ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტში
In administrative-territorial units of Georgia: Bolnisi, Gardabani, Dmanisi, Tetritskaro, Marneuli, Tsalka municipalities and City Rustavi municipality
22 მაისი 2018
22 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა-გუბერნატორმა, გრიგოლ ნემსაძემ, სამხარეო ადმინისტრაციაში, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩს, ძი იანჩის უმასპინძლა, რომელმაც რუსთავის სკოლებს საჩუქრად ჩოგბურთის მაგიდები გადასცა.
შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ვიცე-გუბერნატორი, კახა კობერიძე, ქალაქ რუსთავის მერი, ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე, გოჩა ლორია.
მხარის გუბერნატორმა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს ქვემო ქართლის რეგიონის პოტენციალი გააცნო. გრიგოლ ნემსაძემ ორ ქვეყანას შორის არსებულ წარმატებულ პარტნიორულ ურთიერთობებზე ისაუბრა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილა.
რეგიონისა და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებთან ერთად ქალაქის #5 საჯარო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც წარმატებულმა რუსთაველმა სპორტსმენებმა, მაგიდის ჩოგბურთში, საჩვენებელი შეხვედრა გამართეს.